ნედ პრაისის განცხადება

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“ – აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ჟურნალისტმა ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვა, იტყვის თუ არა ამერიკა უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით? საპასუხოდ მან განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო ისე, რომ პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებებზე.

დატოვე კომენტარი