ნედ პრაისის განცხადება

„შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა აკეთებს ყველაფერს, რათა განამტკიცოს უკრაინელი პარტნიორების პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამასთან, ნედ პრაისმა თქვა, რომ ამერიკის საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება, თუმცა თუ ბრძოლა დასრულდება დღეს, მაშინ უკრაინის სახელმწიფო აღარ იარსებებს.

 

დატოვე კომენტარი