ამერიკა სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები, ბოლო რამდენიმე კვირაა იზრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვა პირველად 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესა. გასულ კვირაში კი, აშშ-მა საზღვარი ჩაკეტა მექსიკასთან და კანადასთან.