ამბულატორიების პრობლემები რეგიონებში

რა პირობებში იღებენ სამედიცინო მომსახურებას პაციენტები რეგიონებში.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ახმეტის სოფლებში ჩავიდა, სადაც უმძიმესი ვითარება დახვდა.

რეგიონში ფუნქციონირებს ამბულატორიები, სადაც არ არის წყალი, ამორტიზებულია შენობები. სამედიცინო პერსონალის ხელფასის ნაწილი კი გათბობის ხარჯებს ხმარდება.

როგორ მუშაობენ ექიმები იქ, სადაც ელემენტარული სანიტარული პირობები არ არსებობს და რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის, ნახეთ სოფო ზედელაშვილის რეპორტაჟი.