ამბულატორიების მშენებლობა რეგიონებში  

ხუთი წლის შემდეგ რეგიონებში ამბულატორიების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება.

ამჯერად სამედიცინო დეწესბულებების გახსნა ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება, რისთვისაც 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. გეგმაშია 100 ახალი ამბულატორიის აშენება, 300-მდე შენობას კი, სადაც სამუშაოდ უმძიმესი პირობებია, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.

პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობასაც ითვალისწინებს.