ახალი მოთხოვნები პოლიკლინიკებისთვის

პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის განახლებული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემუშავებული კრიტერიუმები მოქალაქეების მოთხოვნაზეა ორიენტირებული და პირველადი სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულებებს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ვადა 2020 წლის აპრილის ბოლომდე აქვთ.

ახალი რეგულაციები თბილისს, ბათუმს და ქუთაისს შეეხება.