სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს.
სპეციალური პროგრამა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.
საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.