სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება

სასწრაფო დახმარების ცენტრი, პაციენტების კლინიკებში გადაყვანას ,მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაკა გვარამია აუდიტის სამსახურის დასკვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანგარიში,  ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ რჩევებს მოიცავს, რაც ცენტრისთვის მისაღებია და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე გვარამიას განმარტებით, კლინიკების ნაწილი პაციენტების რაოდენობის კლებას სასწრაფო დახმარების ცენტრს უკავშირებს, თუმცა, გვარამიას განცხადებით, ეს სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობისა და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.