ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს.

სპეციალური პროგრამა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, ასევე  არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.