ამბავს მთებზე და ადამიანებზე სამი უცხოელი ფოტოხელოვანი მოგვიყვება.
თუშეთის ყოველდღიურობა, მეცხვარეობა, მეცხვარეების ცხოვრება და უძველესი ტრადიციები ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა. თითოეულმა მათგანმა გადასაღებ ადგილზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ფოტოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინება.
პროექტი, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს მეცხვარეობის პოპულარიზაციას და ამ უძველესი ტრადიციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.