ამ დრომდე, ვერტმფრენების გამოყენებით, მაშველებმა შოვიდან 210 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს
გუშინ და დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების გამოყენებით მაშველებმა შოვის ტერიტორიიდან 210 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს. საევაკუაციო ცენტრი ქალაქ ონის ცენტრალურ სტადიონზეა მოწყობილი. ადგილზე შალვა სუმბაძე მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.
მოამბე