დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. რეაბილიტაცია უტარდება და შენდება სამუზეუმო კომპლექსის სამი შენობა – ისტორიული მუზეუმის შენობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ ნაგებობებს, სადაც დამონტაჟდა გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და ყველა სხვა საჭირო სისტემები. მიმდინარეობს კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სტეფანწმინდაში, ასევე მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამის „ქალაქებისა და კურორტების განვითარება“ ფარგლებში, განახლდება ტურისტული არეალები. პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების ფასადებისა განახლება-რეაბილიტაციასა და რესტავრაციას და დასასვენებელი პარკის მოწყობას.