ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი ითვალისწინებს სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაციის მე-2 ფაზის სამუშაოებს: ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გაეცნო.