„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერს დებატებში იწვევს. ის დედაქალაქში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს და სურს, რომ კახა კალაძეს მათი მოგვარების საკუთარი გეგემა შესთავაზოს. ელისაშვილი პრობლემის გადაჭრის გზად, მეტროპოლიტენის განვითარებასა და ვაგონების დამატებას მიიჩნევს.