წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის, „მედეას“ მიმდებარედ ბრიფინგი გამართა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან პარტია „ქართული ოცნება“ დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და მმართველ გუნდს ქოსატყუილა უწოდა. ელისაშვილის თქმით, ყოველი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ კურორტ წყალტუბოს აყვავებას ჰპირდება ხალხს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება.