კიდევ ერთი გადაჯგუფება ოპოზიციურ ფლანგზე – ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას უერთდება. „ძლიერი საქართველოსთვის“ – ამ წარწერით სოციალურ ქსელში „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ლიდერების ერთობლივი ფოტო მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა.
მმართველი გუნდისთვის აღნიშნული ერთობა კომიკურია. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ვერანაირი გაერთიანებებით ისინი ბარიერთან მიახლოებას ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პარტია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.