ალცჰაიმერის დღე

დღეს ალცჰაიმერის დაავადების ცნობადობის ამაღლების დღეა.

ამასთან დაკავშირებით, ალცჰაიმერის ასოციაციამ კათარზისის 400-მდე ბენეფიციარს საკვები პროდუქტი გადასცა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრების მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიქმნას შესაბამისი სერვისები და გაიზარდოს ცნობადობა.