საქართველოში თავშესაფრის მქონე პირები „კათარზისში“ მცხოვრებლებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ

საქართველოში თავშესაფრის მქონე ერაყელი, სირიელი, ეგვიპტელი და უკრაინელი ქალები „კათარზისში“ მცხოვრებ მოხუცებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ აქციით ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალებმა მადლიერება გამოხატეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი თბილად მიიღო.

შეხვედრაზე სტუმრებმა მოხუცებს ღვთისმშობლის გამოსახულებით ნახატიც აჩუქეს.

ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო. სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში თავშესაფრის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

დატოვე კომენტარი