საპატრიარქოს მხრიდან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებაზე კიდევ ერთი განმარტება კეთდება. ალავერდელი მიტროპოლიტის განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გარდაცვლილთა საეკლესიო წესით დაკრძალვის საკითხი სინოდმა ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განიხილა.
მისი თქმით, სჯულის კანონი წესის აგებას სიმთვრალის გამო გარდაცვალების შემთხვევაშიც კი კრძალავს. ალავერდელი მიტროპოლიტის განმარტებით, სპეციალური კომისია სხვადასხვა ინდივიდუალური შემთხვევების გათვალისწინებით იმსჯელებს და სინოდის მომავალი სხდომისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეულ დებულებას წარმოადგენს.