გადაკეტილი იყო გვიან ღამით ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი. საპროტესტო აქცია ახალსოფელში გარდაცვლლი მამაკაცის ოჯახის ახლობლებმა გამართეს. მომხდარში ისინი სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მამაკაცი შემოწმების მიზნით გააჩერა. სამართალდამცველებს მძღოლმა უთხრა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ წამლის მიღება სჭირდებოდა, თუმცა პატრულმა ის არ გაუშვა. სწორედ ახსნა-განმარტების მომენტში მძღოლი გარდაიცვალა, – ასეთია ადგილობრივების ვერსია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.
გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.