ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ოჯახის წევრები დაჭრა. დაჭრილია სულ ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვიც. მიზეზად შურისძიება სახლდება. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაზარალებულების ოჯახის წევრი ჰყვება, რომ ბრალდებული ძალადობის გამო იყო დაკავებული და ციხიდან ახალი გამოსულია. ახლობლები აცხადებენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ბრალდებულსა და მის ცოლს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც სიმამრმა პოლიციაში დარეკა და სწორედ ამის შემდგომ დააკავეს შუახნის მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს შემთხვევა გახდა გუშინდელი დანაშაულის მოტივიც. ხუთი დაჭრილიდან სამის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება ბრალდებულის სიდედრს და სიმამრს, ისინი გვიან ღამით თბილისში ალადაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.