26 ნოემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრი და ახალი ქიმერიონი წარმოგიდგენთ “სინესთეზიას“. “სინესთეზია” შემოქმედებითი პერფორმანსია, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკას აერთიანებს. პერფორმანსის ფარგლებში, ყველაფერი იმპროვიზაციასა და სპონტანურობაზეა დამოკიდებული. პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რუსთაველის თეატრის განახლებული სივრცე, ახალი ქიმერიონი ანიჭებს, რომელიც თეატრის ქვედა ფოიეში, გვირაბში მდებარეობს. ამავე ადგილას, 1919-20 წლებში, არსებობდა არტისტული კაფე “ქიმერიონი”, რომელიც თბილისური მოდერნიზმის განუყოფელი ნაწილი იყო და ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა.
ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ბექა გაჩავა.
ახალი დღე