18 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში კაკო თოფურიას გამოფენა გაიხსნება. არტისტი 1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთსა და საქართველოში. ექსპოზიციაზე 17 ბოლო პერიოდის ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. კაკო თოფურია მუშაობს ფერწერაში, სკულპტურაში, გრაფიკაში და ქსოვილში. ძირითადად ხატავს პორტრეტებს, ცხოველებსა და პეიზაჟებს. გამოფენა 18 ივნისამდე გაგრძელდება.
ავტორები: მარიამ ფირცხალავა.
ახალი დღე