ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვადრატული მეტრის ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა. დაირგო ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი. პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
მოამბე