მუხიანში კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე შადრევანი. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 701 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი პირადად გაეცნო.