ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტებით და ჩეჩნეთიდან ლტოლვილებით დასახლებულ სოფლებში არგოხში, ფიჩხოვანსა და ქორეთში ბავშვებისთვის გარე გასართობი სივრცეები მოეწყო.
პროექტი სახელწოდებით „ლტოლვილების, დევნილების და ეკომიგრანტების მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“ ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“, საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25 %-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. ბავშვთა გასართობ სივრცეში განთავსებულია ატრაქციონები და ფანჩატური სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისთვის.