კოვიდ-მაჩვენებლები ისევ მაღალია.
დღიურად კორონავირუსი საშუალოდ 4-დან 4 500-მდე ადამიანს უდასტურდება. ყოველდღე ქვეყანა დაახლოებით ოთხ ათეულ ადამიანს კარგავს. ჯანდაცვის სამინისტრო სოფლებში დაწყებულ ვაქცინაციის მარათონს ოპტიმისტურად უყურებს და უახლოეს პერიოდში ვირუსის გავრცელების დინამიკის დაღმასვლას ვარაუდობს, თუმცა რადიკალურად გასხვავებული მოლოდინები აქვთ ეპიდემიოლოგებს და ინფექციონისტებს. იმუნიზაციის საბჭოში ფიქრობენ, რომ მარათონი აცრის გეგმის შესრულებას დიდი ალბათობით ხელს ვერ შეუწყობს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის ცირკულირება დაიწყო. „დელტა პლიუსის“ ვარიანტი ახალი კვლევების და დაკვირვების ობიექტი ხდება.