ახალი შოუ პირველ არხზე

პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მეგაპროექტზე დღეს თანხმობა გასცა.

პროექტს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს.