თანამედროვეობის პრობლემა, რომელსაც ამჯერად თეატრალურ სცენაზე აპროტესტებენ.
მარჯანიშვილის თეატრი მაყურებელს პიერ ბომარშის „ფიგაროს ქორწინების“ ახალ ვერსიას სთავაზობს. ძალადობაზე აგებული პიესის დადგმაში რეჟისორმა სიახლეები შეიტანა. მთავარი მიზანი აუდიტორიისთვის კომედიის გმირების განცდების მიტანა და მათთვის გამოსავლის ჩვენებაა.
„ფიგაროს ქორწინებით“ მარჯანიშვილის თეატრმა 95 სეზონი გახსნა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრემიერა, რასაც მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი ნახავს. დასი მთელი წლის განმავლობაში პრემიერებით და სიახლეებით დატვირთულ სეზონს აანონსებს.