პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სწავლის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებიც ანონსდება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია. მრავალფეროვანი ხდება სასწავლო პროგრამებიც. ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული არაერთი შეღავათის ფონზე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას ასახელებენ.