თბილისის ოთხ საბავშვო ბაღში, სადაც 1000-მდე აღსაზრდელი ირიცხება, სააღმზრდელო პროცესი სხვა ბაღებთან შედარებით, გვიან დაიწყება. მიზეზი მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ გვიან შეიტყვეს და ამის გამო პრობლემები ექმნებათ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი მშობლებს, სურვილის შემთხვევაში, ბავშვების სხვა ბაღებში განაწილებას სთავაზობენ.
რომელ ბაღებში გადაიდო სასწავლო პროცესი და რა სიახლეებია სააღმზრდელო დაწესებულებებში, ლიზა ზუბაშვილი გიამბობთ.