3 000-მდე სკოლაში დღეს სასწავლო წელი დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ვიზუალურად და შინაარსობრივად შეცვლილი წიგნები და შემსუბუქებული ჩანთებია.
გრიფირებული სახელმძღვანელოებით მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ისწავლიან. განახლებულ სეზონს სკოლების ნაწილი ძველი ინფრასტრუქტურული პრობლემებით შეხვდა.
შენობების სიძველის პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებშია.