ფოთში მასშტაბური საინვესტიციო პროექტი იწყება.
ფოთის ნავსადგურის ტერიტორია ფართოვდება, ადგილზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. შედეგად ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდაა ნავარაუდევი. გეგმაშია 500-მდე მოქალაქის დასაქმება. ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ამერიკის მთავრობის კერძო კორპორაცია „ოპეკია“, რომელმაც ტერმინალის მშენებლობაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
სიტყვით გამოსვლების დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს რამდენჯერმე მოუხდათ იმის ხაზგასმა, რომ ფოთის ახალი ტერმინალი ანაკლიის პროექტის კონკურენტი არ არის.