საქართველოში აშშ-ის ელჩი ფოთის ტერმინალში

18:16, 20.07.2020

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ქალაქ ფოთში „პეის ტერმინალს“ ეწვია და ადგილზე მიმდინარე მშენებლობა და პორტის დაღრმავების სამუშაოები დაათვალიერა. ქართულ-ამერიკული კომპანია კავკასიის რეგიონში თითქმის 30 წელია ოპერირებს. საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროექტში 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იდება. მშენებლობა 2021 წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

მსგავსი