ბათუმის პორტში 20 მლნ $-ის ღირებულების ტერმინალი აშენდება

15:29, 13.12.2018

ბათუმის პორტში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

ახალი ინვესტიციის შესახებ განმარტებები დღეს პორტის კომერციულმა დირექტორმა გააკეთა. მისი განცხადებით, პროექტი მზად არის, თუმცა მშენებლობა როდის დაიწყება, ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, ახალი ტერმინალი იქნება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო. ტერმინალის მშენებლობა პორტის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი თვის წინ გააპროტესტეს. ისინი ეჭვობენ, რომ ქიმიური ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

პორტის თანამშრომლები და მოქალაქეები მშენებლობის გაპროტესტებას ხვალაც გეგმავენ.

პორტის ადმინისტრაციის განმარტებები სწორედ ამ აქციას უკავშირდება.

მსგავსი