ახალი სახელმწიფო პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის

სიახლე ონკოლოგიური პაციენტებისთვის. სამკურნალო პროგრამის დაფინანსება იზრდება.

ჰორმონოთერაპიას, ქიმიურ თერაპიას, სხივურ თერაპიას და მედიკამენტებს სახელმწიფო ყველა პაციენტს დაუფინანსებს. მათ შორის კერძო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეებს და იმ პირებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. შესაბამისი ფინანსების მობილიზება და სამკურნალო მეთოდებსა თუ პრეპარატებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა წლებია, პაციენტთა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.