ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა მარნეულში.
სტადიონი 2 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპლექსი უეფა-ს სტანდარტებით, მეორე კატეგორიის შესაბამისად გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს მოიცავს. ახალი სტადიონი დღეს მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრმა გახსნა.