„დემოკრატიული პარტია“ მობილიზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის გარშემო ახდენს.
აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიიდან ჯო ბაიდენის მოულოდნელი გასვლის შემდეგ ჰარისს მხარი 2 200-ზე მეტმა დელეგატმა დაუჭირა, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ პარტიამ მთავარ კანდიდატად სწორედ კამალა ჰარისი დაასახელოს. „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობამდე აშშ-ის მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას ვიცე-პრეზიდენტების სავარაუდო კანდიდატებზეც. პარალელურად ქვეყნდება კვლევები, რომლის მიხედვით ჰარისი ტრამპთან მარცხდება. „რესპუბლიკურ პარტიაში“ ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურას უარყოფითად აფასებენ და დარწმუნებულები არიან, რომ მისი დამარცხება უფრო ადვილი იქნება.
მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის ფონზე გაჩნდა მოსაზრებები ადმინისტრაციაში გადატრიალების შესახებ. ამ აზრს იზიარებენ „რესპუბლიკელებიც“.