სამგორის რაიონში ქინძმარაულისა და ძმები ოცხელების ქუჩების მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცის მოწყობა იწყება. ფართობი 4 ჰექტარს შეადგენს. ადგილობრივებისთვის დასასვენებელი სივრცე იმ ადგილზე მოეწყობა, სადაც წლების განმავლობაში ავტოფარეხები და დაუსრულებელი ნაგებობები იყო. გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები და სასეირნო ბილიკები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც პროექტის ფარგლებში იგეგმება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.