ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთავში

რუსთავს მალე ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. გარემოს დაცვის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით იწყება რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა .  160 ჰექტარ ტერიტორიაზე ნერგების დარგვა, სასეირნო ბილიკებისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა იგეგმება. რუსთავის ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა.