ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთავში

რუსთავს კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა. ახალი სკვერი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. მწვანე სივრცეში საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. სკვერში ასევე განთავსდა რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება „ოჯახი“.