ახალი რეკრეაციული სივრცე

სამგორის რაიონში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პარკში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საფეხმავლო და ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკების, სპორტული მოედნების და საბავშვო სივრცეების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება და ასევე, გათვალისწინებულია გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.