ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო ლილოს დასახლებაში. სამუშაოები 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათებისა და ვიდეოთვალყურეობის სისტემები განთავსდა. ტერიტორიაზე მოეწყო ახალი შადრევანი. ადგილზე დილიდან იმყოფებოდა თბილისის მერი.