ახალი რეგულაციების პირველადი შედეგები

საკეისრო კვეთის და ფიზიოლოგიური მშობიარობის ტარიფების გათანაბრების შემდეგ ორმა სამშობიარო კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვა.

საუბარია „დავარაშვილის“ და „ლიდერ მედის“ კლინიკებზე, რომლებმაც გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს. მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასები მედ-პერსონალის და სახვა ხარჯებს ვერ ფარავს. გარკვეულ სირთულეებზე სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც საუბრობენ, თუმცა პროგრამის დატოვებას არ აპირებენ. რეფორმის შედეგად, საკეისრო კვეთის და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასები გაიზარდა და ერთმანეთს გაუთანაბრდა, ორივე შემთხვევაში თანხას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. რეფორმის მიზანი არასაჭირო საკეისრო კვეთების სტატისტიკის შემცირებაა.