საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.
მოქალაქეებს ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმ დაწესებულებებსაც, სადაც საფერფლეს აღმოაჩენენ.
ახლადდამტკიცებულ კანონში სხვა ცვლილებებიც შევიდა და დამატებითი სანქციებიც დაწესდა. ამის მიუხედავად, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს და საკუთარ პოზიციას სიგარეტის მომხმარებელთა მზარდი სტატისტიკით ამყარებს.
დავის საგანი ხდება სლოტ-კლუბებისთვის დაშვებული გამონაკლისიც.