ახალი რეგულაციები პოლიეთილენის პარკებზე

მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად, დღეიდან ძალაში შედის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, შესაფუთი მასალა ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს.

პირველ ეტაპზე გარკვეული სისქის ერთჯერადი ცელოფნების გაყიდვა იზღუდება, აპრილიდან კი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი საერთოდ დაუშვებელი იქნება.

პირველი ოქტომბრიდან მწარმოებელს კომპანიის ლოგოს და წარწერის განთავსება თითოეულ პარკზე მოუწევს.

რეგულაციის დარღვევის შემთხვევში მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება, პროდუქციას კი ჩამოართმევენ. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.