ახალი რეგულაციები მშენებლებისთვის

სამშენებლო კომპანიებისთვის კანონმდებლობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ჰაერის სამშენებლო მტვრით დაბინძურების შემთხვევაში კომპანიებს სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სანქციების თავიდან ასაცილებლად კი მენაშენეებმა რამდენიმე წესი უნდა დაიცვან.

თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე გაიგზავნა.

ავტორები კანონპროექტით ჰაერის დაბინძურების პრევენციას ცდილობენ.