ცნობილი ხდება ის კრიტერიუმები, რითიც 2019 წლიდან ქართულ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილ პროდუქციას შეამოწმებენ.
ჩამონათვალში პირველ ეტაპზე სამშენებლო მასალები, ელექტრო-მოწყობილობები და საბავშვო სათამაშოები მოხვდა. შესაბამისი კანონის ამოქმედება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სამივე სახეობის პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. გასაყიდ პროდუქტებში ჯამრთელობისთვის მავნე ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში კი პროდუქცია განადგურდება, კანონი მწარმოებლების ან დისტრიბუტორების დაჯარიმებასაც გულისხმობს.
მოსალოდნელ შეზღუდვებს მეწარმეების ნაწილი სკეპტიკურად ხვდება.