2008 წლის აგვისტოს ომზე კიდევ ერთი ფილმი გადაიღეს.
„ომობანა”- ასე დაარქვა ირაკლი ჩხიკვაძემ საკუთარ ნამუშევარს, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის საომარ მოქმედებებზე ერთი ქართული ოჯახის ისტორიით მოგვითხრობს. ეს არის ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმი, რომელიც ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს.
ადაპტირებულ სცენარზე ირაკლი ჩხიკვაძემ, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და ბასა ჯანიკაშვილმა იმუშავეს.
აბსურდის ჟანრში გადაწყვეტილი ფილმის მსოფლიო პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.