„ფრენცის სასადილო“ – ასე ჰქვია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ახალ ანიმაციურ ფილმს, რომელიც უცხოპლანეტელი მზარეულის მეგობრობის ჯადოსნურ ისტორიას მოგითხრობთ. ანა ჩუბინიძის ანიმაცია ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გამარჯვებული პროექტია და საქართველო-საფრანგეთის ერთობლივ კოპროდუქციას წარმოადგენს.
მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციამ უკვე დაიწყო საფესტივალო ცხოვრება. ქართველი მაყურებელი კი ფილმს სექტემბერში ნახავს. უცხოპლანეტური მეგობრობის ისტორიას თათია ბუხრაშვილი გაგვაცნობს.